ფიგუს დუბლით – ლეგენდების სერიის მატჩში “ინტერმა” საქართველოს ნაკრებს სძლია [VIDEO]

ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები შეხვდნენ – შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
წვიმინი ამინდის მიუხედავად ს სტადიონზე დიდი ფეხბურთელების თამაშის სანახავდ ბევრი გულშემატკივარი მივიდა, რომელთაც მართლაც საზეიმო განწყობა შექმნეს. დებიუტში შოთა არველაძის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ქეცბაიას გატანა მეკარე ჟულიო სეზარმა არ დაანება, სტუმრები კი ფიგუმ დააწინაურა. ცოტა ხანში მილანელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ რევიშვილის კარი ძელმა იხსნა.
თამაში შესვენების შემდეგაც საინტერესო სანახავი გახლდათ, ამხანაგურს სულაც არ ჰგავდა, „ინტერს“ ორი კარგი
მომენტი ჰგონდა: პალასიოს დარტყმული ბურთი ამისულაშვილისგან რიკოშეტით ლომაიას კარს ოდნავ ასცდა, ხოლო პალასიომ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში საქართველოს ნაკრები ლომაიამ იხსნა, მერე მოედანზე ფიგუ დაბრუნდა და უმალ დუბლი შეასრულა. 78-ე წუთზე სირაძეს გოლისას გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. ალბათ, შეცდომით და სტუმრებმა გაიმარჯვეს.
საქართველო – ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ფიგუ (23), 0:2 ფიგუ (72)
ასეთ რაღაცეებში ფულის ხარჯვას არ ჯობია ერთი ყარაბაღის დონის გუნდი გააკეთოთ,რომელიც ევრო ტურნირებს ითამაშებს??!!კალაძეს და კობიაშვილს იმდენი მილიონერი მეგობარი დეპუტატები და ბიზნესმენები ყავთ,მაგრამ მაგას ქვეყნის სიყვარული უნდა,რომელიც არ გააჩნიათ!!!
ასეთი ბედნიერი ერი მართლა იშვითია!! ყველა კარგ საქმეში ნეგატივი ეძებო იშიავად ცუდი ხალხის თვისებაა!! მოდუნდით, დაისვენეთ, ისიამოვნეთ აშანტეე …:)))))))))) ეს მართლა ლეგენდების თამაში იყო და შემდეგი თამაშები არანაკლები საინტერესო გამოვა!!! გოლების წვიმა არა იხვი თავმოყვარეობა ყველას აქვს ასაკის მიუხედავად და წინასწარ წასაგებად არასოდეს არავინ არ გადის მითუმეტეს ლეგენდები!!!!!!!!