ინფლაცია ევროპაში: რომელ ქვეყნებს აქვთ ინფლაციის ყველაზე მაღალი და დაბალი მაჩვენებელი?

euronews.business-ის მონაცემებით, ინფლაცია ევროკავშირში, 2022 წლის ოქტომბრის 11.5%-იანი პიკის შემდეგ, ეტაპობრივად იკლებს. ორგანიზაციის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ევროკავშირში წლიურმა ინფლაციამ 3.1% შეადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ 2024 წლის იანვარში 2.8% შეადგინა. (ინფლაცია 2023 წლის დეკემბერში 2.9%-ს, ხოლო 2023 წლის იანვარში 8.6%-ს უდრიდა).
პირველ მარტს გამოქვეყნებული ევროსტატის წინასწარი შეფასებით, თებერვალში ევროზონაში ინფლაცია იანვრის 2.8%-იდან 2.6%-მდე დაეცა. თუმცა მონაცემები კვლავ აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) დადგენილ ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს – 2%-ს.
ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული მაჩვენებლით (HICP) იზომება, ევროპის მასშტაბით უმეტესად განსხვავებულია. თუმცა, ამ განსხვავებულობის მიუხედავად, იანვარში, წლიური მონაცემების შედარებისას, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში დეფლაცია არ დაფიქსირებულა.
2024 წლის იანვრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია ევროკავშირში 0.9%-დან 7.3%-მდე მერყეობდა. ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით (7.3%) რუმინეთი ლიდერობს. შემდეგ მოდის (5%), ხორვატია (4.8%) და პოლონეთი (4.5%). ხოლო, ინფლაცია ყველაზე დაბალი – 0.9% – კი სა და იტალიაშია.