ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილს და მის ლობისტებს დაავიწყდათ ერთი უმთავრესი რამ, რომ …

სალომე ზურაბიშვილს და მის ლობისტებს დაავიწყდათ ერთი უმთავრესი რამ, რომ არჩევნებს ატარებს ქართველი ხალხი და არა მსოფლიო საზოგადოება
და „ნაცმოძრაობა“ უკვე ღიად არის დიდი ნეგატივი ქართულ პოლიტიკაში“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნების ბედს წყვეტს ქართველი ხალხი.
„სალომე ზურაბიშვილმა აღიარა ის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მის დამკვეთებს სურთ, მისი ქოლგის ქვეშ შემოკრებილნი იყვნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და ისიც არაერთხელ ავხსენით რატომ – იმიტომ, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ უკვე, ღიად არის დიდი ნეგატივი ქართულ პოლიტიკაში.
ამ ნეგატიურ იმიჯის ხსენებას და წინა პლანზე გამოტანას გაურბიან დამკვეთები, დამფინანსებლები, უცხოეთიდან მათი ლობისტები, სადაც იწერება ეს სცენარი.
აქედან გამომდინარე, მათ იპოვეს „ვითომ საუკეთესო“ ვარიანტი პრეზიდენტი, რომელსაც შეუქმნეს იმიჯი არა საქართველოში, არამედ – საერთაშორისო იმიჯი და ჩვენ ვხედავთ ლამის ყოველ თვეში იგი სხვადასხვა მედია საშუალებებით საუბრობს.
მაგრამ, სალომე ზურაბიშვილს და მის ლობისტებს დაავიწყდათ ერთი უმთავრესი რამ, რომ არჩევნებს ატარებს ქართველი ხალხი და არა მსოფლიო საზოგადოება. საქართველოში არჩევნების ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. ის, რასაც ის საუბრობს უცხოეთში მედია საშუალებებში არ მუშაობს ქართველ ელექტორატზე, პირიქით მუშაობს ძალიან ნეგატიურად, ვნახეთ, რაც მან იკადრა პატრიარქის შესახებ და ა.შ.
რაც შეეხება, მის პოლიტიკურ ქოლგას, ის ცისარტყელასავით ფერადია, აშკარად ჭრელია და ვერ მოხერხდება ოპოზიციის გაერთიანება მის ირგვლივ ძალიანაც რომ ეცადოს, რადგან ოპოზიცია გაერთიანებულია ერთადერთი კაცის ირგვლივ და მას ჰქვია . მე უკვე ვთქვი, რომ ეს ოპოზიციური ცარცის წრე უკვე შეიკრა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ და ახლა იმის გათეთრება, რომ სააკაშვილი ჩაანაცვლონ ზურაბიშვილით, რომ ხალხისთვის ნაკლებად ნეგატიური სახე იყოს და ამომრჩეველი მოატყუონ, ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს