ფიგუს დუბლით – ლეგენდების სერიის მატჩში “ინტერმა” საქართველოს ნაკრებს სძლია

ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები შეხვდნენ – შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
წვიმინი ამინდის მიუხედავად ს სტადიონზე დიდი ფეხბურთელების თამაშის სანახავდ ბევრი გულშემატკივარი მივიდა, რომელთაც მართლაც საზეიმო განწყობა შექმნეს. დებიუტში შოთა არველაძის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ქეცბაიას გატანა მეკარე ჟულიო სეზარმა არ დაანება, სტუმრები კი ფიგუმ დააწინაურა. ცოტა ხანში მილანელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ რევიშვილის კარი ძელმა იხსნა.
თამაში შესვენების შემდეგაც საინტერესო სანახავი გახლდათ, ამხანაგურს სულაც არ ჰგავდა, „ინტერს“ ორი კარგი
მომენტი ჰგონდა: პალასიოს დარტყმული ბურთი ამისულაშვილისგან რიკოშეტით ლომაიას კარს ოდნავ ასცდა, ხოლო პალასიომ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში საქართველოს ნაკრები ლომაიამ იხსნა, მერე მოედანზე ფიგუ დაბრუნდა და უმალ დუბლი შეასრულა. 78-ე წუთზე სირაძეს გოლისას გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. ალბათ, შეცდომით და სტუმრებმა გაიმარჯვეს.
საქართველო – ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ფიგუ (23), 0:2 ფიგუ (72)
მადლობა ფეხბურთელებს! – ქილიკით არ ვამბობ, მაგრამ მენტალურად და პროფესიონალურად თუნდაც “ღიპუცებით” ჩამოვრჩებით და ფაქტიც სახეზეა… უბრალოდ ზრდილობიანად იმოქმედეს…