თამთა მეგრელიშვილი: გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა მიზანმიმართულად გრძელდება

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა მიზანმიმართულად გრძელდება რაც დროში იმ პერიოდებს ემთხვევა როდესაც დღის წესრიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის არჩევის საკითხი დგება,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც კალანდარიშვილის პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენს ან რაიმე ფორმით მიკერძოებას დაადასტურებს, თუმცა, ამის მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალები მისი მოშორების გეგმით მოქმედებენ. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების “ჩასაგდებად” ოპოზიციური ძალა უკვე მომართულია და მას ზურგს უმაგრებს საქართველოს “დაუძინებელი მეგობრები”.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის შელახვის მცდელობა მიზანმიმართულად გრძელდება რაც დროში იმ პერიოდებს ემთხვევა, როდესაც დღის წესრიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის არჩევის საკითხი დგება.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენს, არ არსებობს არანაირი ფაქტი რომელიც მის რაიმე ფორმით მიკერძოებას დაადასტურებს, არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც მისი თავმჯდომარეობის დროს ჩატარებული არჩევნების ხარისხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, კონკრეტული პოლიტიკური ძალები მისი მოშორების გეგმით მოქმედებენ.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაიგეგმა, მაგრამ ვერ განხორციელდა მასზე პირდაპირი თავდასხმა თუმცა ეს ფაქტი მასზე ფსიქოლოგიური გავლენის ეფექტის მატარებლად ლოგიკურია დარჩა.
უწყვეტ რეჟიმში გრძელდება მისი პირდაპირი ბულინგი. მასთან ერთად ეხებიან მის ოჯახს, მეუღლეს, გარდაცვლილ მამას და ყველა იმ ადამიანს ვინც მასთან საქმიან შემხებლობაშია. მიზანმიმართული მცდელობა მოახდინონ მისი დისკრედიტაცია დავალებაა, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი დიდი მონდომებით ასრულებს. 2024 წლის არჩევნების „ჩასაგდებად“ ოპოზიციური ძალა უკვე მომართულია, მათ ზურგს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჩვენი ქვეყნის „დაუძინებელი მეგობრები“ უმაგრებენ და დაგეგმილი დავალება – აწარმოონ ქუჩის პოლიტიკა შესასრულებელი აქვთ.
მინაწერი: რთული წარმოსადგენია რისი იმედი გაქვთ, ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს საარჩევნო ურნასთან, მიუკერძოებელი და მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებით გააკეთებს.
ის პოლიტიკურ კის ეტყვის ეროვნული დღის წესრიგით მოქმედ ძალას, მშვიდობაზე, ამ ქვეყნის გაერთიანებაზე ორიენტირებულ გუნდს და თქვენ კი პოლიტიკურ არას დაგიწერთ,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა