რუსეთის დაბომბვას და სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა მთელი უკრაინის მასშტაბით

რუსეთი განაგრძობდა დარტყმების განურჩევლად მიყენებას უკრაინის სამოქალაქო არეალებისთვის, რასაც მსხვერპლი და მატერიალური ზარალი მოჰყვა, განაცხადეს 7 მარტს უკრაინის სამხედრო და რეგიონული ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა.
დაბომბვის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა უკრაინის ოთხ რეგიონში. კვლავ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა ოდესაზე, იტყობინება ოლქის ხელისუფლება 7 მარტს.
ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეჰ სინეჰუბის თქმით, ს რაკეტა Iskander-M-ს ემსხვერპლა 70 წლის მამაკაცი სოფელ ბოროვაში, სადაც ასევე დაიჭრა რვა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვი.
დონეცკის ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფალაშკინმა განაცხადა, რომ ოლქში რუსეთის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ პროკუდინმა თქვა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ოლქის მასშტაბით ოთხი ადამიანია დაჭრილი.
უკრაინელი სამხედროების თანახმად, რუსეთმა დარტყმა განახორციელა ოდესაზე, სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით. დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა.
გუშინ ოდესაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა რუსეთის სარაკეტო იერიშისას, რომელიც 500-800 მეტრის დაშორებით განხორციელდა იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი და ოდესაში ვიზიტით ჩასული საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.
ოლქის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა 7 მარტს ტელეგრამში დაწერა, რომ იერიშის შედეგად „ადამიანები დაიღუპნენ და დაიჭრნენ“. მას დეტალებზე არ უსაუბრია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით