ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე

ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს, სადაც ნათქვამია, რომ “ს ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო თამამად ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.”
როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით ჩაახშო რევანშისტების ნარატივი “ჩრდილოვან მმართველობაზე” და “ქართულ ოცნებას” დამატებითი ზურგის ქარი მისცა. “მართებულად აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ს ფაქტორზე.
საზოგადოებასთან ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა შეუფასებელმა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე. კულუარული მმართველობა კოგნიტურად დაქვეითებული ს ამერიკაშია მოსაკითხი, რაზეც არაერთი დასავლელი აქტორი ამბობს, რომ ობამას მესამე ვადის ხელისუფლებაა. ჩვენს საზოგადოებას სიბეცე და ჩამორჩენილობა არასოდეს ახასიათებდა.” – წერს აბაშიძე.
Previous: არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო – ნინო ფოჩხუა

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

“ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოებიც” – ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს