იულიან კიფუ – ევროატლანტიკური გაფართოება ინდივიდუალურ დამსახურებაზეა დაფუძნებული, აქედან გამომდინარე, შეფასება ძალიან მკაცრია – არ გადადგათ არცერთი ნაბიჯი უკან

ევროატლანტიკური გაფართოება ინდივიდუალურ დამსახურებაზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, იმის შეფასება, როგორ მოხდება ქვეყნების მიერ, შეთავაზებული პუნქტების შესრულება, ძალიან მკაცრია – არ გადადგათ არცერთი ნაბიჯი უკან, რადგან პროცესის, ქვეყნის, პოლიტიკისა და ერთგულების მიმართ სანდოობა დაზიანდება , – ამის შესახებ კონფლიქტების პრევენციისა და ადრეული გაფრთხილების რუმინული ცენტრის პრეზიდენტმა იულიან კიფუმ თბილისში, „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე“ ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სანდოობა, შესაძლებლობების ფანჯარასთან და რეფორმებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ასპექტია, რათა ქვეყანა წევრობის ზღურბლზე აღმოჩნდეს.
„ევროატლანტიკური გაფართოება ინდივიდუალურ დამსახურებაზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, იმის შეფასება, როგორ მოხდება ქვეყნების მიერ შეთავაზებული პუნქტების შესრულება, ძალიან მკაცრია. როგორც ნახეთ, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, 9 პუნქტის ფორმულირება და იქამდე ამავე ქვეყნისთვის განსაზღვრული 12 პუნქტის ფორმულირება აბსოლუტურად განსხვავებულია. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გადადგათ არცერთი ნაბიჯი უკან, ეს უკვე ნასწავლი გაკვეთილია და ჩვენ ეს გაკვეთილი მძიმე გზით ვისწავლეთ. თუ ნაბიჯს უკან გადადგამთ, პროცესის, ქვეყნის, პოლიტიკისა და ერთგულების მიმართ სანდოობა დაზიანდება და დამერწმუნეთ, სანდოობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია შესაძლებლობების ფანჯარასთან და რეფორმებთან ერთად, რათა იყო ზღურბლზე ამ ნებისმიერ ორგანიზაციაში შესასვლელად. როგორც ხედავთ, შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილია, თუ მზად ხართ, შეგიძლიათ შეხვიდეთ”, – განაცხადა იულიან კიფუმ.
მისივე თქმით, რუმინეთი სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც გაფართოების საკითხს საწყისშივე მხარს უჭერდა.
“ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა მოლდოვის რესპუბლიკასთან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს მოლდოვას ადგილზე, რომ განახორციელოს რეფორმები. სთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მხარდაჭერის სტრატეგიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამავდროულად, ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და ერთ-ერთი იმ ქვეყანათა შორის, რომელმაც წარმატებას მიაღწია საქართველოს წინ წაწევაში, რა თქმა უნდა ქართველებთან ერთად, რომ გამხდარიყო კანდიდატი ქვეყანა”,- განაცხადა იულიან კიფუმ.