აცხადებს, რომ Taurus-ის რაკეტების შესახებ საუბრის გაჟონვის მიუხედავად, გერმანიასა და მოკავშირეებს შორის ნდობა მაღალია

Taurus-ის რაკეტების შესახებ საუბრის გაჟონვის მიუხედავად, გერმანიას მოკავშირეები კვლავ ენდობიან, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„მტკიცედ მჯერა, რომ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და მეგობრებს შორის ნდობა იმდენად დიდია, რომ მომხდარი გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ოფიცრების საუბრის გაჟონვის შესახებ 13 მარტს ბუნდესთაგში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, რუსულმა მედიამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც გერმანელი ოფიცრები უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”