თურქული სატვირთო გემი, რომელზედაც 12 ადამიანი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა

თურქული სატვირთო გემი, რომელზედაც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქარიშხლის დროს ჩაიძირა, – ინფორმაციას Reuters-ი ქ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს ხელი უამინდობამ შეუშალა.
„როცა არახელსაყრელი ამინდის პირობები გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი