საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრის, ს განცხადებით, ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის გამო გერმანიის ელჩი „სასწრაფოდ“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ.
ზარქუას თქმით, გერმანიის ელჩის გარდა, ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ევროკავშირის ელჩმაც უნდა გააკეთოს.
„ჩვენ ევროპა გვინდა იმიტომ, რომ გვგონია იქ არის სამართლიანობა, მოქალაქეთა უფლებების დაცვის მეტი, მყარი გარანტიები და ეს როგორ ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს?!… კრიმინალი, რომელმაც ათასობით ადამიანი დაატერორა, ციხის იმ წამებების ერთ-ერთი ავტორი და შემოქმედია, იდეოლოგი იყო ამ რეჟიმის, თქვენ ასე ზარზეიმით და პატივით ხვდებით! რანაირად ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს სწორია და ნორმალური თემაა?![…]
საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა თემასთან გვაქვს საქმე, რა მიდგომებია ეს?!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ბუნდესტაგის სტუმართა ლოჟაში ზურაბ ადეიშვილის ამსახველი ფოტოები, რომელიც ქართულმა მედიამ 6 მარტს გაავრცელა, 22 თებერვლის სხდომიდანაა. ადეიშვილი, რომელიც უკრაინის პროკურატურაში მრჩევლად მუშაობს, უკრაინის პროკურორთან და გერმანიაში უკრაინის ელჩთან ერთად დაესწრო საპარლამენტო მოსმენას, სადაც გერმანელი კანონმდებლები უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ