“ვისკენ ვართ?! და თუ უკრაინელი ხალხისკენ ვართ, რატომ არ ვეხმარებით?” – ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
ჩვენ ვმსჯელობთ ათასობით მეშვიდასეხარისხოვან თემაზე და სირაქლემებს ვგავართ… მიწაში თავჩაქინდრულ სირაქლემებს!
არადა, პირველხარისხოვანი თემაც ჩვენი უსაფრთხოებაა; მეორე თემაც… მესამეც და მეცხრეც და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაციკვლა ჩვენს სპორტსმენებზე და საერთოდ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში გვაქვს შემოტანილი. ხელისუფლებაც არ გვაკლებს!.. და დღენიადაგ, მისი დღე და მოსწრებაა, ოსტატურად გადაგვრთავს ხოლმე ათას სიგიჟეზე; მაგალითად – მოზარდების სქესის შეცვლაზე… და თან, მისი შემოთავაზებული საკითხებიდან არც ერთი არაა აქტუალური! მაგალითად, საქართველოში არ დაფიქსირებულა მოზარდის სქესის შეცვლის მოთხოვნა! სამაგიეროდ, ხელისუფლება დუმს არა მხოლოდ უკრაინის ამბებზე, არამედ, იმაზეც კი, რომ მოზარდთა გატაცება-გაუპატიურების შემთხვევებიც მომრავლებულია… ეგ კი არა, აქ, ამ ქვეყანაში, ინცესტის შემთხვევებიც დაფიქსირდა… და არავინ… არავინ… არავინ ფიქრობს ამ და მაგვარ საკითხებზე. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ უკლებლივ ყველაფერს, რასაც დასავლეთიდან გაიგებენ და არ მოეწონებათ (მაგალითად, ბლინკენის განცხადება), ხელისუფლება ერთი ასად ბუქავს და ყველაფერს ანტიდასავლური კამპანიის ფარგლებში აქცევს. აჰ, ცუდია ? მაგრამ, დასავლეთი უარესია! ესაა ხელისუფლების მესიჯი! რომელიც “უფრთხილდება” საზოგადოების წევრთა უკანალს, ხოლო იმ “გარყვნილ” დასავლეთში თავადაც “დაგულაობს” და შვილებსაც აგულავებს! არადა, ა მთავარი ამბავი! და, ცხადია, არავინ ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის გახსნას!.. ვითხოვთ მკაფიო პოზიციას – ვისკენ ვართ?! და თუ უკრაინელი ხალხისკენ ვართ, ამ ხალხის ხელისუფლებას რატომ არ ვეხმარებით… ელემენტარულ დახმარებას ვგულისხმობთ! მაგალითად, სასწრაფო დახმარების სამი მანქანის გაგზავნას და არა “დელტას” შექმნილ “დიდგორს” ან ტყვიაწამალს.
უკრაინაში წყდება საქართველოს ბედი! ხელისუფლება ამას არ გვააზრებინებს! საზოგადოება კი დაჰყვება ხოლმე ამ ხელისუფლების მიერ შემოგდებულ თემებს!

ასევე დაგაინტერესებთ