ტუხელი “ბარსელონას” ჩაბარებას არ გეგმავს – მას ამის სამი მიზეზი აქვს

Goal-ის ინფორმაციით, “ბაიერნის” ამჟამინდელი თავკაცი ტომას ტუხელი “ბარსელონას” ჩაბარებას არ გეგმავს. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” მიმდინარე სეზონის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ხავი დატოვებს და კატალონიელები ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ გერმანელს განიხილავენ.
ტუხელს “ბლაუგრანასთვის” უარის თქმის სამი მიზეზი აქვს. მას ესპანური ენის პრობლემა აქვს, ასევე “ბარსელონაში” არასტაბილური სიტუაციაა და თანაც, 50 წლის სპეციალისტს პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს.
ტუხელის მიზანია, რომ ინგლისურ ფეხბურთში დაბრუნდეს და ერთ-ერთი სასურველი სამუშაო “მანჩესტერ იუნაიტედში” დასაქმებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში