2023 წელს ბიზნესომბუდსმენს ძირითადად ვაჭრობის სექტორიდან მიმართავდნენ – ანგარიში

ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ბიზნესომბუდსმენმა 202 პირდაპირი და ონალაინშეხვედრა გამართა, აპარატში კი ბიზნესის მხრიდან 248 განაცხადი შევიდა. ბიზნესომბუდსმენის ანგარიში პარლამენტის ვებგვერდზე თებერვლის ბოლოს აიტვირთა.
2022 წლის ანგარიშსაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს ონლაინ თუ პირდაპირი შეხვედრების რიცხვი 96-ით შემცირდა, განაცხადების რაოდენობა კი 56-ით გაიზარდა.
გასული წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენს ყველაზე ხშირად ვაჭრობის სფეროდან მიმართავდნენ, განაცხადებით 38%-იც სწორედ ამ სექტორზე მოდის, მას მოსდევს მომსახურება 16%-ით, მშენებლობა – 11%-ით, მრეწველობა – 10%-ით, ჯანდაცვა და ფარმაცია – 6%-ით, სხვა სექტორები – 18%.
ამასთან გასულ წელს ბიზნესი ომბუდსმენს ძირითადად ფინანსთა სამინისტროსთან მედიაციისთვის მიმართავდა. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით ასეთია:

ასევე დაგაინტერესებთ