მერია მარშალ გელოვანის გამზირზე საჯარიმო ავტოსადგომს აშენებს

თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარიმო ავტოპარკინგს აშენებს, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების საიტზეა გამოქვეყნებული. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად პარკინგზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა და ის 64 ავტომობილზე იქნება გათვლილი.
სამშენებლო ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა და ადგილზე სამუშაოებს 1.3 მილიონ ლარად კომპანია “მწვანე გარემო” ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები გაფორმებიდან 180 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.