სავალუტო რეზერვები 107 მლნ დოლარით შემცირდა

2024 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 107 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო რეზერვები 156 მილიონი დოლარით შემცირდა 2024 წლის იანვარშიც, შესაბამისად, ბოლო ორ თვეში კლება 263 მილიონი დოლარია, ხოლო სამთვიან ჭრილში კლება 375 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამ დროისთვის, საქართველოს სავალუტო რეზერვები ქვეყნის 2024 წლის მოსალოდნელი მშპ-ის 15%-ია.
საქართველოს სავალუტო რეზერვების შემცირება, შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო საგარეო ვალების მომსახურებით, რომლის დაფარვაც სავალუტო რეზერვებიდან ხორციელდება. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც რეზერვების შემცირებაზე მოახდინა გავლენა კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდული თანხების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების 25%-დან 20%-მდე შემცირებით იყო განპირობებული.