თურქეთში სატვირთო გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის 12 წევრს ვერ უკავშირდებიან

თურქული სატვირთო გემი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა.
ამ დროისთვის მაშველები ეკიპაჟთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, ძლიერი შტორმის გამო შეჩერებულია სამაშველო სამუშაოებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი ტალღსაჭერ ჯებირს დაეჯახა, რის შემდეგაც ჩაიძირა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უამინდობის გამო ვერ ხერხდება ვერც საზღვაო და ვერც საჰაერო სამძებრო სამუშაოები.
ოფიციალური უწყებების განცხადებით, ძებნისა და შველის ღონისძიებები დაიწყება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც კლიმატური პირობები გაუმჯობესდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან