„კრისტალი“, „რიკო“, „სვის კაპიტალი“ – მიკროსაფინანსოები, რომელთაც ყველაზე მეტი დასაქმებული ჰყავთ

2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მისო-ების ანგარიშგების მიხედვით, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯამში 4 474 ადამიანს ასაქმებდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 36 მისო-ში 4 323 ადამიანი მუშაობდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებენ:
· კრისტალი – 985 დასაქმებული
· რიკო ექსპრესი – 656 დასაქმებული
· სვის კაპიტალი – 426 დასაქმებული
· ლაზიკა კაპიტალი – 374 დასაქმებული
· კრედიტ სერვისი +- 336 დასაქმებული
· ლიდერ კრედიტი – 282 დასაქმებული
· მიკრო-ბიზნეს კაპიტალი – 237 დასაქმებული
· ინტელექსპრესი – 216 დასაქმებული
· ევრო კრედიტი – 113 დასაქმებული
· სმარტ ფინანსი -108 დასაქმებული.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 396-დან 398-მდე გაიზარდა მისო-ების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რაოდენობა.

ასევე დაგაინტერესებთ