ექსპერტი – პუტინისთვის უდიდესი ძალა შეიძლება იყოს დასავლეთის სისუსტე – რუსეთისთვის გაგზავნილი მესიჯი ძალიან ცხადი უნდა იყოს, დასავლეთის სირბილი ყველაზე ცუდი რამ არის, რადგან პუტინი უპირატესობას გამოიყენებს

პუტინისთვის უდიდესი ძალა შეიძლება იყოს დასავლეთის სისუსტე – სთვის გაგზავნილი მესიჯი ძალიან ცხადი უნდა იყოს, დასავლეთის სირბილი ყველაზე ცუდი რამ არის, რადგან პუტინი გამოიყენებს უპირატესობას, ეს არის ის, რასაც პუტინი აკეთებს. ის გადალახავს წითელ ხაზებს თუ დაინახავს რომ ამის გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ აბსოლუტური სიცხადეა საჭირო და არ უნდა გვეშინოდეს იმის რა შეიძლება მან გააკეთოს! – ამის შესახებ ექსპერტმა რუსეთის საკითხებში ჯილ დოჰერტიმ თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი არ მოვა დასავლეთში ტანკებით, ის მოვა ტრადიციული ღირებულებების და მსგავსი რბილი ძალის საშუალებით, რაც ძალიან სახიფათოა დასავლეთისთვის, რადგან ბევრი ადამიანი შეიძლება გახდეს, ამ მოსაზრებების მომხმარებელი.
„ვფიქრობ, გარედან რუსეთი, თუ პუტინის რეჟიმი მდგრადად გამოიყურება, ვიტყოდი, რომ სისუსტის გარკვეული ნიშნები არის, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, როგორ განვსაზღვრო ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთი საკმაოდ მდგრადია ბევრი პროზაული მიზეზით.
განსხვავება უკანასკნელ წლებთან შედარებით არის ის, რომ პუტინმა ძალიან სწრაფად მოახდინა ქვეყნის მილიტარიზება. თუმცა აქვე აღვნიშნავდი, რომ პუტინი თავს არიდებს საყოველთაო მობილიზებას, ეს არის ის მომენტი, სადაც ნაწილობრივი სიმყიფე მჟღავნდება, მან არ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია და ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ საზოგადოებას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა, მაშინაც კი, როცა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, მათ დაიწყეს ქვეყნის დატოვება და გარკვეული პროტესტიც ვიხილეთ. ასევე, ვიტყვი, რომ პუტინი იყენებს ნებისმიერ საბაბს ზეწოლისთვის, ქვეყანას მართავენ ძალოვნები, უსაფრთხოების სამსახურები.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მიმდინარე წლის 15,16,17 მარტს რუსეთში „ა“. ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც მათ ძალიან ბევრ შესაძლებლობას მისცემს, რომ მოახდინონ ხმების მანიპულაცია, მაგრამ ვიცით, ვინც გაიმარჯვებს არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მთელს ადმინისტრაციულ რესურს გამოიყენებენ, ისინი მაინც არ ტოვებენ თეორიულ შანსს სხვებისთვის- ნავალნი მკვდარია, ყარამურზა ციხეშია და სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოებს ბევრი ადამიანის მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება ომს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ულტრამემარჯვენე ასევე ულტრამემარცხენე მხარეს, ის ადამიანებიც კი იდევნებიან, ვინც ომს მხარს უჭერენ“, – განაცხადა ექსპერტმა.
რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ჯილ დოჰერტის თქმით, თავშივე სასაცილო იყო იმის ვარაუდი, რომ სანქციებით შეწუხებული ოლიგარქები პუტინის წინააღმდეგ წავიდოდნენ.
„პუტინმა შეძლო, რომ მისი ქვეყნის ეკონომიკა მუშაობს, მათ მონახეს გზები სანქციების გვერდის ავლისთვის. ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ სანქციების დასაწყისში იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ სირთულეები შეექმნათ ეკონომიკური ელიტებისთვის, ე.წ. ოლიგარქებისთვის და ისინი იტყოდნენ, რომ ეს უკვე მეტისმეტია და უნდა შევწყვიტოთ პუტინის მხარდაჭერაო, ვფიქრობ ეს თეორია საკმაოდ სასაცილო იყო, მან არ იმუშავა და ახლა ცალსახად არ იმუშავებს. მიზეზი, რატომაც არ წავლენ ე.წ. ოლიგარქები პუტინის წინააღმდეგ, არის ის, რომ მან გარკვეულწილად ისინიც დაიმორჩილა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინი ყიდულობს საშუალო ფენის რუსებს, სთავაზობს მათ სოციალურ ბენეფიტებს, ფულს, ამცირებს იპოთეკის განაკვეთს, ზრდის საშუალო ანაზღაურებას და ბენეფიტებს სთავაზობს მათ, ვინც ში იბრძვის. ამაში მდგომარეობს ბოროტების ბანალურობა. რომ შევაჯამოთ, ვფიქრობ, დასავლეთისთვის საფრთხეა ის, რომ პუტინისთვის უდიდესი ძალა შეიძლება იყოს დასავლეთის სისუსტე. ნებისმიერი იდეა და შაბლონი, რომელიც მომდინარეობს პუტინისგან, რომ შეიძლება იქნას ექსპორტირებული დასავლეთში, ძალიან საშიშია და არ ვფიქრობ, რომ ის იქ ტანკებით მოვა, არამედ მოვა ტრადიციული ღირებულებების საშუალებით, ხელისუფლებების უმოქმედობის საშუალებით, ყველა ამგვარი რბილი ძალა შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს“, – განაცხადა ჯილ დოჰერტიმ.