ბალოტელი არ ჩერდება – არველაძის გუნდის დამარცხების შემდეგ გასახდელში მომხდარი სახალისო ამბავი ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი თავის თავს არ ღალატობს. თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში მისმა “ადანა დემირსპორმა” შოთა არველაძის “კარაგუმრუკი” 1:0 დაამარცხა და ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან სწორედ 33 წლის თავდამსხმელმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ “სუპერმარიო” შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ და გასახდელში თანაგუნდელებს გაეხუმრა, გავრცელებული ვიდეო კი ინტერნეტს იპყრობს.
ბალოტელიმ მოულოდნელად ასაფეთქებელი გადააგდო, რაც ვერავინ შეამჩნია და აფეთქების შემდეგ გასახდელში მყოფ ადამიანებს შეეშინდათ, რადგან ეს დიდი მოულოდნელობა გახლდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში