ნოიერი გულშემატკივრებს კვლავ აოცებს – სად დგას “ბაიერნის” მეკარე, როდესაც მიუნხენელები კუთხურს აწვდიან [PHOTO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ბაიერნმა” “ლაციო” საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 3:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში მიუნხენელთა მეკარე მანუელ ნოიერმა გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააოცა.
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ვეტერანი კიპერი წინ ხშირად გამოდის და ამას არასდროს ერიდებოდა, მაგრამ ახლა გავრცელებულმა ფოტომ მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
“ბაიერნის” კუთხურის ჩაწოდების მომენტში ნოიერი ცენტრს გადაცილებულია და თითქმის “ლაციოს” საჯარიმოსთან დგას.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში