ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია – სტიქია დომინიკელთა რესპუბლიკაში

დომინიკელთა რესპუბლიკაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
როგორც მედია საგანგებო ოპერაციების ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, კოკისპირულმა წვიმამ დატბორა სახლები, დააზიანა ელექტროენერგიის სისტემა, ხიდები, გზები, რის გამოც 13 000-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლა მოუწია. ასევე დაზიანდა 2 600-ზე მეტი სახლი.
სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.