„ბოლო 2 წლის განმავლობაში 14 ბრენდული სასტუმრო გაიხსნა“ – რამდენი ბრენდული სასტუმროა საქართველოში

2023 წლის თბილისში 28 ბრენდული სასტუმრო ფუნქციონირებდა, ბათუმში 9, ხოლო საქართველოს დანარჩენ რეგიონებში 8.
Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს ბრენდული სასტუმროების ოთახების რაოდენობამ 6 113 შეადგინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 5354 იყო, ხოლო 2021 წელს 4160.
ბრენდული სასტუმროების ოთახების რაოდენობა საქართველოში ასეთია:
· რეგიონები – 708;
· – 1,344;
· თბილისი – 4,061
„2022-23 წლებში ბრენდული სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 14 ბრენდული სასტუმრო გაიხსნა. თითქმის 2,000 ახალი ნომრით. ახალი სასტუმროების უმეტესობა თბილისში მდებარეობს“, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.
პანდემიის შემდეგ, დაახლოებით 12 ბრენდული სასტუმროს მშენებლობა შეწყდა. ამჟამად, დაახლოებით 20-მდე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.
პანდემიის შემდეგ, სასტუმროებზე ახალი ნებართვების გაცემა თითქმის 55%-ით შემცირდა 2020-22 წლებში, თუმცა ტემპი 2023 წელს კვლავ აჩქარდა.