კვლევა: პროპაგანდა ჩინეთს დასავლეთის საპირწონედ წარმოადგენს

· ჩინეთი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება – ამ გზავნილის მიხედბით, მაშინ როცა ევროპა მხოლოდ სიტყვიერად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია.
· ამერიკის ომი VS ჩინეთის მშვიდობა – პროპაგანდისტების თქმით, მრავალი ომის ინიციატორი იყო, ხოლო ჩინეთს მსგავსი დანაშაულები არ ჩაუდენია. Პროპაგანდისტული გზავნილის მიხედვით, ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოზე აშშ–ს “სერიოზულ ზეწოლას” დააბალანსებს.
· პროჩინურ–პრორუსული – ამ ნარატივის თანახმად, ჩინეთი იქნება ერთ–ერთი გამაწონასწორებელი ძალის ცენტრი რუსეთთან ერთად ანგლოსაქსურ ევროპასთან. ხოლო, ჩინეთი და ერთად დაამარცხებენ დოლარს/დოლარის ჰეგემონიას მსოფლიოში.
· პოლიტიკური ნოუჰაუ და კრიტიკული აზრის დისკრედიტაცია: საქართველო – ჩინეთის ურთიერთობას როგორც „ნოუ ჰაუს“ ისე წარმოაჩენენ პრო–სახელისუფლებო ექსპერტები. დისკრედიტაციის მსხვერპლია ყველა ვინც ეჭვ–ქვეშ აყენებს საქართველო ჩინეთის ურთიერთობას.
მასალა მომზადებულია ფორსეტის “დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის” ფარგლებში. მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შეიძლება არ გამოხატავდეს ორგანიზაციის ან “ნეტგაზეთის” პოზიციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია