2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია არცერთი სარჩელი, რომელიც პენიტენციურ სისტემას უკავშირდებოდა – რატი ბრეგაძე

2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია არცერთი სარჩელი, რომელიც უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემას. ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ “ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მმართველობის შედარებისას განაცხადა.
“ასევე, მაგალითად, CPT-ს (“არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის”) ვიზიტი – 2012 წლამდე რა იყო ჩაწერილი? რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა არის სისტემური პრობლემა. დღეს რა გვაქვს, მაგალითად 2022 წლის ჩანაწერში – არცერთი არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა ადმინისტრაციის მხრიდან. ასევე, დაფიქსირებულია, რომ ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის არის ადეკვატური და ნორმალური ურთიერთობა. აი, ეს არის ძალიან მოკლე შედარება,” – აღნიშნა ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი