გიორგი ვაშაძე – ივანიშვილის პარტია ფასებზე საუბარს გაურბის

ივანიშვილის პარტიაში არ პასუხობენ კითხვას რატომ არის საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი, რატომ გარბის ქვეყნიდან ასეულობით ათასი ადამიანი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე მ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ქართველი ხალხის ასეთი დაცინვა, კორუფცია, უიმედობა და ემიგრაცია 2024 წლის არჩევნებზე უნდა დამარცხდეს.
“ივანიშვილის პარტია ფასებზე საუბარს გაურბის. ყველაფერზე საუბრობენ, მაგრამ ფასებზე არა. არ პასუხობენ კითხვას რატომ არის საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი, რატომ გარბის ქვეყნიდან ასეულობით ათასი ადამიანი. ივანიშვილის პარტიაში იმდენად აღიზიანებთ გაზრდილ ფასებზე საუბარი, რომ იმ ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას, ვინც ბაზარში დადის.
დღეს ივანიშვილის პარტია ამტკიცებდა, რომ ფასები, ეკონომიკა, ხალხის გაჭირვება პოლიტიკოსების გასარჩევი არ არის, მათ დაკარგეს ხალხთან შეხების წერტილი.
ქართველი ხალხის ასეთი აღვირახსნილი დაცინვა, კორუფცია, უიმედობა და ემიგრაცია უნდა დავამარცხოთ 2024 წლის არჩევნებზე. ცვლილებების დროა და ცვლილებები გარდაუვალია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ