ნიკი ჰეილი – კარგს ვუსურვებ ნებისმიერს, ვინც ამერიკის პრეზიდენტი იქნება – ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ სხვაობებს დაყოფის შესაძლებლობა მივცეთ

კარგს ვუსურვებ ნებისმიერს, ვინც ამერიკის პრეზიდენტი იქნება, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ სხვაობებს დაყოფის შესაძლებლობა მივცეთ, – ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომელმაც დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას წყვეტს.
ჰეილიმ სამხრეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპს მიულოცა, მაგრამ მისი მხარდაჭერის მოწოდებით არ გამოსულა.
“როგორც ჩანს, გახდება რესპუბლიკელი კანდიდატი, როდესაც ჩვენი პარტიის ყრილობა გაიმართება ივლისში. ვულოცავ მას და ყველაფერ კარგს ვუსურვებ. კარგს ვუსურვებ ნებისმიერს, ვინც ამერიკის პრეზიდენტი იქნება. ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ სხვაობებს ჩვენი დაყოფის შესაძლებლობა მივცეთ”, – განაცხადა ჰეილიმ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ახლა დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული „რესპუბლიკური“ პარტიისა და მის მიღმა მათ ხმების მოპოვება, რომლებიც ახლა მხარს არ უჭერენ. მან იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი ამას შეძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ