მამუკა მდინარაძე – სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი, სააკაშვილის ინსტრუმენტი ადეიშვილი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტში და მსგავს საკითხებში იყო ჩართული, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი, სააკაშვილის ინსტრუმენტი ადეიშვილი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტში და მსგავს საკითხებში იყო ჩართული თავიდან ბოლომდე, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გერმანია არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი.
„გერმანია არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი, სააკაშვილის ინსტრუმენტი ადეიშვილი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტში და მსგავს საკითხებში იყო ჩართული თავიდან ბოლომდე გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა, და ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც ძალიან სამწუხაროა. რადგან ვინაიდან ეს ადამიანი არის სიმბოლო მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმ ყველა უბედურებისა, რომელიც 2012 წლამდე ამ ქვეყანაში ხდებოდა, ბუნდესტაგში არის საპატიო ლოჟაში. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მივცეთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებს, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთი ფაქტები არ გახდეს ევროპის წინააღმდეგ გარკვეული აღქმების ჩამოყალიბების. იმიტომ, რომ როდესაც ცდილობენ მოდერნიზაციის სიმბოლოდ შემოგვთავაზონ ადეიშვილი, ახალაია და , ამაზე დამანგრეველი საქართველოს მოქალაქის აღქმაში არაფერი შეიძლება იყოს ევროპის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ