„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობისას მივხვდი, გეზი საითკენ უნდა ამეღო“ — გაიცანით ქარგე

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა როგორც საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ისე ბიზნესსექტორის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამ მიზნით გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას წელსაც აგრძელებს და მცირე თუ დიდ მეწარმე ქალებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილეები 2 თვის განმავლობაში ტრენინგებს ესწრებიან, სფეროს ექსპერტებს ხვდებიან და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასაც აქტიურად სწავლობენ. პროგრამა უკვე 100-ზე მეტ მეწარმე ქალს დაეხმარა იმაში, რომ იდეა ბიზნესად ექცია ან უკვე არსებული ბიზნესი განევითარებინა.