წინასწარი შედეგებით, დემოკრატების პრაიმერიზში 15-ვე შტატში იმარჯვებს, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპი 12 შტატში მოიპოვებს გამარჯვებას

წინასწარი შედეგებით, დემოკრატების პრაიმერიზში 15-ვე შტატში იმარჯვებს, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპი 12 შტატში მოიპოვებს გამარჯვებას
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატების ასარჩევად ამერიკელებმა ერთდროულად 15 შტატში მიიღეს მონაწილეობა პრაიმერიზში.

ხმის მიცემის პროცესი უკვე ყველა შტატში დასრულებულია. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი, თუმცა მედია წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციას უკვე ავრცელებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, 15-ვე შტატში ჩატარებულ დემოკრატების პრაიმერიზში ჯო ბაიდენი იმარჯვებს, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ 12 შტატში მოიპოვებს გამარჯვებას.

რაც შეეხება ვერმონტის შტატს, წინასწარი შედეგების მიხედვით, რესპუბლიკელების პრაიმერიზში, დიდი ალბათობით, გამარჯვებას ს მთავარი კონკურენტი ნიკი ჰეილი მოიპოვებს. გასულ კვირაში მან ვაშინგტონის შტატის პრაიმერიზშიც გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული