„ბევრს ჩაახედებს ეს ინტერვიუ სარკეში, როგორც ემიგრანტებს, ისე მათ ოჯახის წევრებს…“ – ერთი ქალის სევდიანი ამბავი

რესპონდენტი, რომელიც ამ ინტერვიუს მთავარი გმირია, თბილისიდანაა. ის უკვე მერვე წელია იტალიაშია, ოჯახისგან შორს. რაც შეეხება სამუშაოს, მისი სიტყვებით, 2 არჩევანია: ცუდი და ცუდზე უფრო ცუდი.
თავიდან კი უპრობლემოდ დამთანხმდა ინტერვიუზე. რაც გინდა მკითხეო, – მითხრა. თუმცა, საუბრისას მომეჩვენა, რომ ჩემი კითხვებით რაღაც ეტკინა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, ლაღად ეპასუხა.
ვიგრძენი რეალობას როგორ მიენარცხა… დარწმუნებული ვარ, თავს არ უტყდებოდა, თორემ თვითონაც უჩნდებოდა იგივე კითხვები, რაც მე დავუსვი…
ინტერვიუ რომ დასრულდა, გული მქონდა დამძიმებული, მასზე ვფიქრობდი… ვატკინე, მგონი ვატკინე… არადა, სიმართლე რომ თქვათ, სარკეში ჩავახედე, რომელშიც ცდილობდა საკუთარი თავისთვის თვალი არ გაესწორებინა. ხანდახან ილუზიაში ცხოვრება გამოსავლად მიაჩნიათ… ალბათ, ოჯახის წევრებზე ბევრია დამოკიდებული ასეთ დროს.
იმედი მაქვს, ლიას გარდა, ბევრს ჩაახედებს ეს ინტერვიუ სარკეში, როგორც ემიგრანტებს, ისე მათ ოჯახის წევრებს…
ლია: ემიგრაციაში დალხენილი ცხოვრების გამო არავინ მოდის. აქ ყველა 1-2 წლით ვართ ჩამოსულები… აგერ უკვე მერვე წელი დაიწყო აქ ვარ…
ბებიას ვუვლი და მასთანვე ვცხოვრობ. ჩვენ 24 საათიანები გვქვია. ჩემთვის ასეთი პირობა ბევრად მისაღებია, ეკონომიურია. იმიტომ, რომ არც ბინაში, არც კვებაში ფულს არ ვიხდით. ბინა თუ იქირავე რაღა გამოვიდა, თან რამხელა ხელფასიც არ უნდა გქონდეს, აქ ძალიან ძვირია ბინები. საჭმელს რაც შეეხება, თუ არ მოგწონს რასაც გთავაზობენ, მაშინ ადექი და იყიდე, თუ გიღირს…
– როგორც ვიცი, თბილისიდან ხართ, თავის დროზე რატომ დაგჭირდათ იტალიაში გამგზავრება?
– ბანკის ვალებს ვერ ავუდიოდი და წამოვედი. აღარც მახსოვს რის გამო ავიღეთ ეს ვალები, მაგრამ ფაქტია, ვეღარ ვფარავდით. ამიტომ ოჯახის, ბავშვების დატოვება მომიწია და 7 წლის მერე, წელს პირველად ვნახე ისინი, ოღონდ უკვე დაწყვილებულები. ონალიან გავხდი სიდედრი, ონლაინ გავხდი დედამთილი და ონლაინ გავხდი ბებია…
– ონლაინ ცოლიც ხართ?
– კი ბატონო, ონლაინ ცოლიც ვარ.
ამ 7 წლის განმავლობაში გოგომ ბევრჯერ ჩამომაკითხა. ამ ზაფხულს ბიჭი და რძალიც მესტუმრნენ. ახლა ვითომ მინდა წამოსვლა, მაგრამ თითქოს არც მინდა, იმიტომ, რომ ყველა დაბინავებულია და მე მანდ ვეღარ ავეწყობი, ვეღარ ვნახავ, ისეთ სამსახურს, რომ დამაკმაყოფილოს. ამიტომ მირჩევნია, აქედან მივეხმარო. სიმართლე გითხრა, მანდ ჩემს თავს ვერ ვხედავ. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
VIDEO: „იქნება სეტყვა, , გაუფრთხილდით, დაიცავით ერთმანეთი“ – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
VIDEO: მარიამ ციმინტია 7, 16 და 25-ში რიცხვში დაბადებულ ადამიანებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს
ზუსტი ხასიათის ტესტი ძილის პოზიციის მიხედვით – გაარკვიეთ, როგორი პიროვნება ხართ