ირაკლი ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ისლანდიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
“განიხილეს სხვადასხვა სფეროში დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვიზიტების შემდგომი გაცვლისა და საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა ამ მიმართულებებით არსებული თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით