დიდმა ბრიტანეთმა ბიზნესმენ იგორ მაკაროვის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მაკაროვმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც „იტერა ჯგუფის“ შემქმნელი. მისი გაყიდვის შემდეგ მან შექმნა Areti International-ი. მაკაროვი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ 2022 წლის სექტემბერში მოექცა.
როგორც Forbes იტყობინება, 2023 წელს მაკაროვმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და მხოლოდ კვიპროსის მოქალაქედ დარჩა.