“შემოდგომა ქედაში” და “ქედის ღვინის ფესტივალი” – აჭარის მაღალმთიანეთში სახალხო დღესასწაული მოეწყო. გაიმართა ფერმერებისა და ქედის ღვინის მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოეწყო კულინარიული მასტერკლასები – ჯარას თაფლის პრეზენტაცია, ხეზე კვეთის, ჭიბონის აწყობის მასტერკლასები.
ასევე, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა; დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და საუკეთესო მეღვინეები. დღესასწაული კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.
