უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები 20-ჯერ დაბომბეს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები 20-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 130 აფეთქება. არის მსხვერპლი; დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონი, ასევე – ქალაქი მელიტოპოლი.
2 ადამიანი ემსხვერპლა ყუმბარის აფეთქებას კიევში. უკრაინის დედაქალაქის პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია 1. აფეთქების სხვა დეტალები არ ვრცელდება.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს სხვადასხვა მიმართულებით და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე პოზიციის დაკავებას.
პარალელურად, ს თავდაცვის სამინისტრომ “აღკვეთილად” გამოაცხადა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე, როგორც თავად აცხადებენ “ს რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა.” უწყების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგე საშუალებებმა მოსკოვის ოლქის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის გაუვნებელყოფა შეძლეს. მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ ს ჯერ არაფერი უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ