ბალაკი გარდაცვლილი შვილის ყოფილ მეგობარ გოგონასთან ერთად მალდივებზე ისვენებს, რომელიც ყოფილ ფეხბურთელზე 24 წლით უმცროსია

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი 23 წლის სოფია შნეიდერმანთან ერთად მალდივებზე ისვენებს. ამის შესახებ სპორტსმენის სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი.
წყვილის ურთიერთობაზე ჭორები ჯერ კიდევ 2 წლის წინ გავრცელდა, მაგრამ ეს ამბავი აქამდე არ დასტურდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შნეიდერმანი ბალაკის ვაჟის მეგობარი გოგონა იყო. 2021 წელს, 18 წლის ასაკში, ემილიო ბალაკი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პორტუგალიაში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გოგონა ყოფილ ფეხბურთელზე 24 წლით უმცროსია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში