ბიტკოინის ფასმა ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა

5 მარტს, თბილისის დროით 15 საათზე, ბიტკოინის (BTC) კურსმა წლიური მაქსიმუმი კიდევ ერთხელ დააფიქსირა და Binance-ის ბირჟაზე $69 200 გადააჭარბა.
კრიპტოვალუტამ 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა. (ბიტკოინის ფასი 2021 წლის 10 ნოემბერს $68.7 ათასი იყო).
კრიპტოვალუტის ბაზრის მონაცემთა პლატფორმის CoinMarketCap-ის თანახმად, ბიტკოინის ღირებულება გასულ თვეში 50%-ზე მეტით გაიზარდა.
ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, ბოლო დღეებში ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა: 25 თებერვლიდან ის 51 772,9 დოლარიდან 14%-ზე მეტით გაიზარდა. როგორც Bloomberg აღნიშნავს, პოპულარულ კრიპტოვალუტას მხარს უჭერს მოთხოვნა Bitcoin ETF-ებზე.
გარდა ამისა, სააგენტო დასძენს, რომ ბიტკოინი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა და მსხვილმა კრიპტო-ინვესტორმა MicroStrategy-მ 3000 ბიტკოინის 155,4 მილიონ დოლარად იყიდა.
ბიტკოინის ფასი 2023 წელს 150%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც -ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ბიტკოინის ETF-ის დაწყება დაამტკიცებდა. ნებართვა 10 იანვარს, 10 წლიანი უარის შემდეგ, მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვან ზრდას განიცდის, რადგან მისმა კაპიტალიზაციამ $2 ტრლნ-ს

ასევე დაგაინტერესებთ