“რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია” მთავრობას, რუსული ბაზრის დასაცავად ზომების გაძლიერების მოთხოვნით მიმართავს. როგორც “რია ნოვოსტი” წერს, ასოციაციას NATO-ს ქვეყნებიდან იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესება სურს.
ამასთან, “რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის” აღმასრულებელი მდივნის, ალექსეი პლოტნიკოვის განცხადებით, მეღვინეებმა ხელისუფლებას საქართველოდან სხვადასხვა სახის ღვინის იმპორტისთვის შეღავათიანი რეჟიმი გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.
საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემთხვევაში, ქართველი ექსპორტიორები იმპორტის გადასახადს არ იხდიან. რუსეთის ხელისუფლებას რუსმა მეღვინეებმა ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვით 2023 წლის ზაფხულშიც მიმართეს.