ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ სერვისის გასაუმჯობესებლად SMART CRM დანერგა

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ, ცნობილმა ქართულმა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, ციფრული საგანმანათლებლო ტრანსფორმაცია SMART CRM-ის სისტემის დანერგვით დაიწყო. თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ პროგრესული განვითარების მექანიზმი კი არა, ყოველდღიური აუცილებლობაა. ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ საგანმანათლებლო სერვისების გაუმჯობესების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება და კომუნიკაციის გაუმჯობესება.
“სკოლის შემთხვევაში, ძირითადი მომხმარებელი არის მშობელი, შესაბამისად, კომუნიკაციების მენეჯმენტი მშობლებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა ინფორმაციის დროულად მიწოდება, რაც მშობლების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ რთული ამოცანაა და დიდ შრომით რესურსს მოითხოვს. სკოლის მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის მონიტორინგისა და მშობლებისგან კომუნიკაციის დროული რეაგირებისთვის, დაგვჭირდა ერთიანი უნიკალური ბაზა, რომლის მთავარი ფუნქციაც სრულყოფილი ორმხრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა იქნებოდა. Ამ პროექტზე სამუშაოდ კომპანია Smart Business-ი შევარჩიეთ. მათთან თანამშრომლობის დაწყებისთანავე აღმოვაჩინეთ, რომ კომპანიას ჰქონდა საკუთარი სისტემა SMART CRM-ი, რომელიც თითქმის სრულყოფილად პასუხობდა ყველა ჩვენს მოთხოვნასა და პერსონალიზაციას საშუალებასაც გვაძლევდა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ პროგრამული უზრუნველყოფის სასარგებლოდ მივიღეთ“.
თორნიკე ახობაძე
მარკეტინგის დირექტორი, ბრიტანულ-ქართული აკადემია
“SMART CRM-ის მოდულის დანერგვის სამუშაო პროცესი Excel-ის სამუშაო ფურცლებში არსებული მონაცემების სისტემატიზაციით დავიწყეთ. SMART CRM-ის მოდულის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ადმინისტრაციული პროცესები. სახელმძღვანელო დოკუმენტაცია და კომპლექსური ამოცანები შეიცვალა ინტეგრირებული ციფრული სისტემით, რითაც მოსწავლეთა მიღების პროცესის, ჩანაწერების წარმოებისა და სწავლის საფასურთან დაკავშირებული საკითხების ავტომატიზაცია განხორციელდა. შედეგად შემცირდა ადმინისტრაციული დატვირთვა, ამაღლდა ეფექტურობა და დაიზოგა პერსონალისა და მშობლების ძვირფასი დრო“.
იანა კონონენკო
Senior CRM consultant, SMART business
SMART CRM-ის მოდულის წარმატებული დანერგვის შემდეგ ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მშობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება SMART CRM Customer Care მოდულით გადაწყვიტა. იმისათვის რომ არცერთი კითხვა, მიმართვა თუ თხოვნა არ დარჩეს რეაგირების გარეშე, აკადემიას აქვს სპეციალური განყოფილება – Parent Engagement Department, რომელიც მრავალრიცხოვანი მოთხოვნებისა და ინტერესის გამო, საკმაოდ დიდ დროის რესურსს მოითხოვს.
“ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში არსებული მშობლების ჩართულობის ცენტრის მთავარი მიზანი იდეალური უკუკავშირის უზრუნველყოფაა სკოლასა და მშობლებს შორის. ისინი ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ, დასვან კითხვები და მიიღონ დროული პასუხები ყველა საინტერესო საკითხზე. რაც შეეხება ახალ მშობლებს, მათი ე.წ. ონბორდინგის პროცესი მაქსიმალურად მოქნილად და კომფორტულად უნდა განხორციელდეს. კომუნიკაციის სწორი და ოპერატიული წარმართვა წარმატებული სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომლის წარმატებული უზრუნველყოფაც სწორედ SMART CRM Customer Care მოდულის გამოყენებით იქნა მიღწეული“.
თორნიკე ახობაძე
მარკეტინგის დირექტორი, ბრიტანულ-ქართული აკადემია
შეჯამება:
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიერ SMART CRM-ის წარმატებულმა დანერგვამ გარდაქმნა მათი საგანმანათლებლო ლანდშაფტი. ადმინისტრაციული პროცესების გაციფრულებით და კომუნიკაციის გაღრმავებით, აკადემიამ შექმნა უფრო ეფექტური და მოსახერხებელი სასწავლო გარემო. SMART CRM-ის დანერგვის მთავარი ბენეფიტი მშობელთა ჩართულობის გამარტივებული პროცესია.
დანერგილი გადაწყვეტილებების შესახებ
SMART CRM არის კომპლექსური პლატფორმა ეფექტურიკოლაბორაციისთვის თქვენს მომხმარებელთა ბაზასთან. გადაწყვეტილება აგებულია საუკეთესო Low-code/No-code Microsoft Power Platform-ზე და შეიცავს 4 გადაწყვეტილებას, 2 მოდულს და კონექტორებს. SMART CRM გთავაზობთ პერსონალიზაციის მრავალ ვარიანტს და საშუალებას გაძლევთ მარტივად ინტეგრირდეთ პოპულარულ სერვისებთან და პროვაიდერებთან.

ასევე დაგაინტერესებთ