აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა გულისხმობს ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომლებიც უზრუნველყოფს კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულ – აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ხელოვანი ადამიანების საქმიანობის პოპულარიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების (საშემსრულებლო, ვიზუალური, შემოქმედებითი მიმართულებების და სხვა…) გაძლიერებას, აფხაზური კულტურის ინტეგრირებას საერთო კულტურულ რუკაზე, მის გატანას საერთაშორისო დონეზე და ინკლუზიური პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განაცხადის წარმოდგენა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.