6 მარტის გამთენიისას რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ქალაქებზე იერიშები 5 საათის განმავლობაში მიჰქონდათ.
როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, თავდასხმისთვის რუსებმა შაჰედის ტიპის 42 დრონი გამოიყენეს, საიდანაც 38-ის ჩამოგდება შეძლეს.
თავდასხმების სამიზნეები იყო დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონეის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ხარკოვის, ვინიცის, სუმისა და კიევის ოლქები.