„სახელმწიფოს მიერ საკეისრო კვეთების დაფინანსება კი არ უნდა შეწყდეს, კონტროლი უნდა იყოს სწორი“ – ლევან კობერიძე

„სახელმწიფოს მიერ საკეისრო კვეთების დაფინანსება კი არ უნდა შეწყდეს, კონტროლი უნდა იყოს სწორი“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ბიზნეს-კონსულტანტმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსების არასწორი კონტროლის და მოხმარების გამო, ერთის მხრივ, კლინიკები სცოდავენ, მეორეს მხრივ – სახელმწიფო არ აკონტროლებს.
„სახელმწიფო დაფინანსების არასწორი კონტროლის და მოხმარების გამო, ერთის მხრივ, კლინიკები სცოდავენ, მეორეს მხრივ – სახელმწიფო არ აკონტროლებს მათ. საკეისრო კვეთების რაოდენობა ისეთ მაჩვენებელზეა ასული, რომ ლამის ფიზიოლოგიური მშობიარობაა ამოღებული პრაქტიკიდან. იმისათვის, რომ კლინიკამ სწორად გამოიყენოს სახელმწიფოს დაფინანსება, სახელმწიფოს აქვს სრულფასოვანი და მაღალ ანაზღაურებადი, დიდ შტატიანი სტრუქტურები.
დღეს რაც ხდება ჯანდაცვის სისტემაში, ეს არის ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვა და აქ უფრო პროკურატურის სამუშაოს ვხედავ. იმის მაგივრად, რომ ბიუჯეტის კონტროლი ხდებოდეს, ბიუჯეტი დაემსგავსა გარღვეულ ჯიბეს.
„სახელმწიფოს მხრიდან საკეისრო კვეთების დაფინანსების შეჩერება არაა სწორი გადაწყვეტილება. საკეისრო კვეთების დაფინანსება კი არ უნდა შეწყდეს, რადგან საკეისრო კვეთა, სამედიცინო ჩვენების მიხედვით, შესაძლოა სჭირდებოდეს ორსულს, კონტროლი უნდა იყოს სწორი. ნებისმიერ კლინიკაში რომ შეხვიდეთ, საკეისრო კვეთების მაჩვენებელი, ძალიან მაღალია“, – აცხადებს ლევან კობერიძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მ სახელმწიფოს მიერ, სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე დადგენილება გამოსცა, რომელიც 1-ლი მარტიდანაა ძალაში.

ასევე დაგაინტერესებთ