რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვზე დრონით შეტევა „აღკვეთა”

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „აღკვეთილად“ გამოაცხადა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე „ს რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა“.
20 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, ს თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდცავის სისტემის მორიგე საშუალებებმა მოსკოვის ოლქის თავზე „გზად დაიჭირეს“ უპილოტო საფრენი აპარატი. რომელ რაიონში და რა შედეგებით, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქისკენ მიმავალი დრონი მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში „მოიგერიეს“. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის რაიონში არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
ს მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განსაკუთრებით გახშირდა 2023 წლის გაზაფხულიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები