გიორგი შელია: მირანჩუკი კვარაცხელიაზე არანაკლებ ტექნიკურია – საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა

sport24.ru-სთან ვრცელ ინტერვიუში “ახმატის” მეკარემ გიორგი შელიამ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, რასაც შემოკლებული სახით გთავაზობთ.
– შენ თქვი, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობ. რას აკეთებ ამისათვის?
– 35 წლის ასაკში უკვე ვაკეთებ (იცინის). ფეხბურთს ვთამაშობ. კიდევ რის გაკეთებაა საჭირო? პასპორტის მიღება? დოკუმენტები შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს. ოცნებები ხანდახნ გიხდება, ხანდახან – არა.
– რატომ გითხრეს უარი?
– არ ვიცი. ქართულ პასპორტზე უარი არ მითქვამს. მოსკოვში დავიბადე, როდესაც ორი წლის ვიყავი, მშობლები თბილისში წავიდნენ. ს მოქალაქეობა მხოლოდ ცამეტი წლისამ მივიღე, როცა მოსკოვში დავბრუნდი. საქართველოს მოქალაქეობა
ავტომტურად შემიჩერეს. უარყოფა არც ასახულა. მოქალაქეობა არც კი უნდა მიმეღო, უნდა აღმედგინა. აღდგენა ყველაზე ადვილ საშუალებად ითვლება. თუმცა, ვიღაცამ მოისურვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ მქონოდა.
– ქართული პასპორტი არ განაახლე? ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არსებობდა.
– ალბათ. მაშინ სისტემა არ მესმოდა. შემდეგ გავიგე: თუ ნაკრებში ვინმეს გამოძახება სურდათ, უბრალოდ პასპორტს სთხოვდნენ. შესაძლოა, ჩემდამი ასეთი ინტერესი არ იყო.
– საერთოდ?
– ერთხელ უნდოდათ გამოვეძახე, მაშინ 21 წლის ვიყავი, პირველ ლიგაში ვთამაშობდი. შემდეგ გავიგე, ეროვნულ გუნდში ვლადიმერ ვაისს უნდოდა ვენახე, მაგრამ კონკრეტიკამდე საქმე არ მივიდა. როდესაც “ტამბოვში” ვიყავი, ფედერაციიდან წარმომადგენელმა დამირეკა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა. გაუკვირდა, როგორ კარგად ვლაპარკობდი ქართულად და მკითხა: “გინდა ჩვენს ნაკრებში თამაში?” როდესაც თანხმობით ვუპასუხე, ისევ გაუკვირდა. მას შემდეგ არავის დაურეკავს.
– მარადიშვილისა და საზონოვისთვის გზა გახსნილია, შენთვის – არა.
– ბედს ისეთად ვიღებ, როგორიც არის. ე.ი. ასეთი გზა მაქვს. ვწუხვარ, დიახ. ბავშვობის ოცნებაა. მახსოვს, საქართველომ იტალიას რომ ბორის პაიჭაძის სტადიონზე უმასპინძლა. ანტურაჟი, სავსე არენა. ამან აღმაფრთოვანა. ვფიქრობდი: აქ ოდესმე უნდა ვითამაშო.
– საქართველოში შენზე ძლიერი მეკარე იყო?
– ჩემს თაობაში დიდ პატივს ვცემ ლორიას. უძლიერესი მეკარეა. ტოპ 5-ის ლიგაში შეეძლო ეთამაშა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა. კარიერას თბილისის “დინამოში” ასრულებს. მის მოსახელე მამარდაშვილს ყველაფერი წინ აქვს და მინდა, კიდევ მეტი იყოს. გიორგიც ძალიან მომწონს, მისი მატჩებისგან “ვკაიფობ”. მასშიც ტოპ-მეკარის პოტენციალს ვხედავ. დიდ კლუბში უნდა მოხვდეს, ეს “აურა” იგრძნოს.
– ნაკრებში მამარდაშვილისთვის კონკურენტი არ იქნებოდი?
– კონკურენცია ვისთანაც გინდა შეიძლება, ეს პრობლემა არაა. ჩემს ასაკშიც კი. მე ყველას და ყველაფრის მიმართ თავშეკავებული დამოკიდებულება მაქვს.
არის მამარდაშვილი, ასე რომ, ჩემდამი ინტერესი, ალბათ, ჩაქრა, მაგრამ მეც კარგა ხანია ამ თამი ვარ. ამ ხნის განმავლობაში ჩემი თუნდაც ნახვის სურვილი გამოეთქვათ.
– არასპორტულ მიზეზს ხედავ?
– არ მინდა ვინმეს რაიმე დავაბრალო. ვარაუდები არსებობს, მაგრამ ინფორმაცია ასპროცენტიანი არ რის.
– ნუკრი რევიშვილმა თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერებად მიაჩნია. ეთანხმები?
– რუსეთში მეტი დისციპლინა და გამძლეობაა, ვეთანხმები. თუმცა ტალანტები აქ არანაკლებია. მიუხედავად ამისა, ძალისხმევის გარეშე ტალანტს ვერ განავითარებ. შესაძლოა, ქართველები ბურთით უფრო ტექნიკურები არიან, რადგან უყვართ მატაობა. ნებისმიერ ქართულ ეზოში შეხვალ, ნებისმიერ სოფელში – არავის არ უყვარს პასის მიცემა. თამაშის ასეთი კულტურაა ბავშვობიდან. ისე, იგივე მირანჩუკი არანაკლებ ტექნიკურია.
– ვიდრე ხვიჩა?
– ხვიჩა ცოტა სხვა პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ალექსეი ძალიან ტექნიკურია. როგორც გოლოვინი. საშა უდავოდ ძლიერი ფეხბურთელია.
– ხვიჩა თუ არშავინი?
– ეს ახლა რა დაიწყო? (იცინის). რამდენიმე წლის მერე უნდა ვნახოთ. არშავინმა დიდი ხანია დაასრულა კარიერა. მახსოვს ანდრეი – მანქანა იყო, უბრალოდ ტოპი. “არსენალში” თამაშობდა, რას სჩადიოდა “ზენიტსა” და ნაკრებში! ნაკადში ყველგან არ იბადებიან ასეთი ფეხბურთელები. საქართველოში ხვიჩას გარდა ვინ უნდა გაიხსენო ამ პოზიციაზე? რთული სათქმელია, არც არავინაა.