Wizz Air 26 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 40-მდე მარშრუტს აუქმებს – უცხოური მედია

უცხოური მედია LowCostAvia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air ევროპისა და შუა აღმოსავლეთში მარშრუტებს ამცირებს. გამოცემამ გაუქმებული ფრენების შესახებ ინფორმაცია თებერვლის თვეში ორჯერ გაავრცელა, პირველად – 8 თებერვლის, როდესაც უნგრულმა ავიაკომპანიამ 40 მარშრუტი (მათ შორის 40 პოლონეთიდან) გააუქმა, შემდეგ კი უკვე გასულ კვირას.
ფრენები უქმდება 26 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. გამოცემა მარშრუტების გაუქმების მიზეზად Airbus-ის თვითმფრინავებში არსებული Pratt & Whitney-ის ძრავების მოვლასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს, რაზეც Wizz Air-ი თავის ფინანსურ ანგარიშშიც საუბრობდა. ავიაკომპანიას წლის პირველ კვარტალში, სავარაუდოდ, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწევს, რაც არსებული ფლოტის ⅕-ია.
შემცირებები შეეხება შემდეგ ქვეყნებს: სერბეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, არაბტა გაერთიანებული საამიროები, საფრანგეთი, ეგვიპტე, , გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ნორვეგია, , , დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, კვიპროსუი, ლუქსემბურგი, მალტა, პოლონეთი, იორდანია, ალბანეთი, ავსტრია, ლატვია, ისლანდია და საქართველო.
საქართველოში გდანსკი-ქუთაისისა და რომი ფიუმიჩინო-ქუთაისის მარშრუტები გაუქმდა.