არმაზ ახვლედიანი – საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადარჩენისთვის” სახელით წერილს ჩავაბარებ პრემიერ-მინისტრის კანცელარიას, სადაც მოვითხოვთ „ორბის” პროექტის შეჩერებას

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ ათიათასობით მოქალაქეს, ვინც მხარი დაუჭირა ინიციატივას ბახმაროში „ორბის” პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. ხუთი ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას. დღეს, საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადარჩენისთვის” სახელით, წერილს ჩავაბარებ პრემიერ-მინისტრის კანცელარიას, სადაც მოვითხოვთ, რომ „ორბის” ეს პროექტი შეჩერდეს, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა.
როგორც მან აღნიშნა, უნდა შედგეს საჯარო განხილვა სპეციალისტების ჩართულობით და პასუხი გაეცეს ყველა იმ უმწვავეს არგუმენტირებულ კითხვას, რაც გამორიცხავს ბახმაროს განადგურებას და შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს იხილონ ბახმაროს ნორმალური განვითარების გეგმა, ჩაბეტონებისა და მისი უნიკალურების განადგურების გარეშე.
„მჯერა, რომ ეს ის საკითხია, რაზეც შესაძლებელია შეთანხმება მხარეებს შორის, ვგულისხმობ საზოგადოებას და ხელისუფლებას, თორემ ხშირად აღვირახსნილი კომპანიები არაფერს გაითვალისწინებენ, თუკი შესაძლებელია გამდიდრება, მით უფრო ისეთ რეგიონებში, რომლებიც მიზეზთა გამო გახდნენ პოპულარული. ამიტომაც, ასეთ ბიზნეს კომპანიებს სჭირდება მოთოკვა, სხვა გზა არ არის და ჩვენ მოქალაქეებს სწორედ იმისთვის გვჭირდება მთავრობა, რომ ეს აღვირახსნილობა სადღაც შეჩერდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბახმაროს ჩაბეტონება!” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას