თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა კვადრატულზე $10.4-მდე შემცირდა – სად ღირს ბინის ქირაობა ყველაზე ძვირი?

2024 წლის იანვარში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 10.4 დოლარი შეადგინა, რაც თვიური 2.4%-იანი შემცირებაა.
Galt&Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ქირა 16.1%-ით არის შემცირებული 2023 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ის ყველაზე მაღალი იყო. ჩვენ ველით, რომ 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქირის ფასის ეტაპობრივი შემცირება.
რაც შეეხება ნებართვებს, 2024 წელი ნებადართული საცხოვრებელი ფართის 71.8%-იანი წლიური ზრდით დაიწყო, რეკორდულად მაღალი 2023 წლის შემდეგ. საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტებზე სულ 19 ნებართვა გაიცა. 2024 წლის იანვარში ნებადართული საცხოვრებელი ფართის 27% საბურთალოზე იყო გაცემული, რასაც ვაშლიჯვარი (20%) და სამგორი (17%) მოსდევს.