„ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ჩემი სახელი და გვარი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი, მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი“ – ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი
ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, ჩემი სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა განაცხადა.
„მახსოვს, როცა პირველად შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს, მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე იქნებოდა თარგმნილი, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომდევნო დღეების განმავლობაში. მოხარული ვარ ამით“, – განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.
ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
