96 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, როზალინ კარტერი

96 წლის ასაკში, ჯორჯიის შტატში, თავის სახლში გარდაიცვალა როზალინ კარტერი, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, 1977-81 წლების პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მეუღლე – იუწყება წყვილის არაკომერციული ორგანიზაცია 19 ნოემბერს. მიმდინარე წელს მას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.
როზალინ კარტერი იყო მეუღლის ახლო მოკავშირე, მისი ბევრი წინამორბედისგან განსხვავებით, ის ესწრებოდა კაბინეტის შეხვედრებს. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, წყვილმა ცხოვრება ჰუმანიტარულ სამუშაოს მიუძღვნა.
ჯიმი კარტერი 99 წლისაა, აშშ-ის ისტორიაში ის ყველაზე ხანდაზმული ყოფილი პრეზიდენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება