ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის შესახებ წინადადება წარადგინა.
კომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარგრეტე ვესტაგერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიის მიზანი წევრი სახელმწიფოების კოლექტიური თავდაცვის მოთხოვნის უფრო ეფექტური გამოხატვის მხარდაჭერა, თავდაცვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეროვნული და ევროკავშირის ბიუჯეტების საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფაა.
თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტარტეგიის მიზნები ასევე მოიცავს „თავდაცვითი მზადყოფნის კულტურის ინტეგრირებას პოლიტიკაში, განსაკუთრებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პოლიტიკის წელს გადახედვის მოთხოვნით და უკრაინასთან უფრო მჭიდრო კავშირების განვითარებას ევროკავშირის ინიციატივებში თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად მისი მონაწილეობით, ასევე ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.
ახალ სტრატეგიასთან ერთად, კომისიამ ევროპის თავდაცვის მრეწველობის პროგრამაც წარადგინა. პროგრამა 2025-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს.